ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 551 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 101 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 415 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 94 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 720 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 878 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.