იმერეთის მასშტაბით ამცრელ დაწესებულებებში ამ დროისთვის
ჩატარებულია 3 433 ვაქცინაცია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, 1434 პირი “ასტრაზენეკათი” და 1603 ფაიზერის პირველი დოზით აიცრა, 396-მა კი გაიკეთა “ფაიზერის” მეორე დოზაც.
“დღეიდან ველოდებით “სინოფარმის” შემოტანას და აღდგომის შემდეგ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. პრიორიტეტული ჯგუფებია: 55 წელს ზევით პირები, სამედიცინო კონტიგენტი, ორგანოგადანერგილი პირები, დიალიზზე მყოფი პირები, თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი უწყებები,”-განაცხადა გიორგიძემ.
იმერეთის მასშტაბით ვაქცინაციისათვის 1695 პირია რეგისტრირებულია. ვაქცინაცია სამ ამცრელ დაწესებულებაში მიმდინარეობს.