იმერეთში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 390 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 79 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 9 პირი. თვითიზოლაციაშია 1 001 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1 792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 663 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.