იმერეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 377 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 76 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8 პირი. თვითიზოლაციაშია 1 189 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 659 პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.