ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 673 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 67 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 289 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 76 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 6 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 1036 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 298 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 272 899-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *