ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 171 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 22 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ აჭარა მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 301 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 73 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 6 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 1020 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 382 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 272 601-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *