ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 419 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 64 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ ქვემო ქართლი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 282 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 67 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 5 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 953 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 307 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 271 585-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.