ქუთაისში “ფაიზერის” ვაქცინას ელოდებიან. დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში ვერ აკონკრეტებენ, რამდენ დოზას და რა დროს მიიღებენ.
“ჯერ-ჯერობით “ფაიზერი” ჩვენამდე არ მოსულა. არ გვაქვს ინფორმაცია. დეტალები არ ვიცით. ჯერ კიდევ გამთენიისას შემოვიდა ვაქცინა საქართველოში და მოგვაწვდიან, როდესაც ამას ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გოჩა გიორგიძემ.
იმერეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის 300-მდე პირი აიცრა.
იმერეთში ვაქცინაციის პროცესს სამი დაწესებულება ახორციელებს, ორი ქუთაისში და ერთი საჩხერეში.