ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 399 ახალი

შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 48 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 276 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 68 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 7 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 891 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 356 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 271 278-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *