ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 382 ახალი

შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 65 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ კახეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 254 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 71 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 11 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 728 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 313 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269 006-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *