ქუთაისში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის

პროცესი გრძელდება. დღეს ვაქცინაციის მეორე დღეა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე ამბობს, ამ დროისთვის ვაქცინა დღეს 30-მდე ადამიანმა გაიკეთა. 

“მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რამდენი პაციენტია რეგისტრირებული. აქტივობა ნორმალურია. არანაირი შეფერხებები არ გვაქვს. არ არის პრობლემები,”-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

“ასტრაზენკას” ვაქცინა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში 13 მარტს მიიტანეს. მიტანილ ვაქცინას შორის იმერეთისთვის 5 550 დოზაა გამოყოფილი.

ვაქცინაცია იმ ცენტრებში ჩატარდება, რომლებიც რეგისტრირებულია ვაქცინაციის მიმწოდებელ ცენტრებად.

სულ საქართველომ ჯამში 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *