ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 390 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 71 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 230 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 71 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 10 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 691 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 172 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.