ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 133 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 20 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 241 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 64 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 10 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 694 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 276 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.