84 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკა ,,ბომონდში’’ 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

პაციენტს ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა ,,ბომონდში’’ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  მათ შორის არან: მოხუცები, ბავშვები, ორსულები. კლინიკას დღეს 11 ორსული დატოვებს. კლინიკაში შემოსვლის მომენტში ორსულებს ორმხრივი პნევმონია, ფილტვის 50 პროცენტზე მეტი დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნებოდათ.

“34 კვირის ორსული ვიყავი, როდესაც კორონავირუსი დამიდასტურდა. მასწავლებელი ვარ და სამსახურში მოხდა ჩემი დაინფიცირება. როცა გავიგე, ვირუსი მქონდა, ავნერვიულდი, რთული მდგომარეობა მქონდა, ძაან მძიმედ ვიყავი. გარდა იმისა, რომ აქ მიმკურნალეს და მომარჩინეს, ისე მომიდგნენ, ნერვიულობა დამავიწყდა,”-ამბობს მირანდა მამისეიშვილი.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *