ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში

კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 8 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. 

იმერეთის საავადმყოფოებში 1 332 პირი მკურნალობს. მძიმეა 257 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში 409 ადამიანია მოთავსებული. იმერეთის საკარანტინე სივრცეებში 27 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 5 572 პირი.

საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 36 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 893 პირი.

შსს ინფორმაციით კი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოვლინდა. აქედან პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 599 ფიზიკური პირი, ხოლო გადაად​გილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 106 პირი დაჯარიმდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *