იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 241 პაციენტი მკურნალობს. 214 მძიმე პაციენტად ითვლება. 42 მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
იმერეთის კოვიდსასტუმროებში 262 პირია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 33 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 4 951 პირი.
საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 366 პირი. გარდაიცვალა 34 ადამიანი.