10 ქალაქში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი
სემესტრის დასრულებამდე სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელიც თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ზუგდიდს, თელავს, ზესტაფონს, გორს, გარდაბანს, ფოთსა და მარნეულს შეეხება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა ონლაინში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში.