იმერეთში კორონავირუსის 526 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი.
ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.
იმერეთში თვითიზოლაციაში 4 155 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ვირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.