იმერეთში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ვირუსის მზარდი რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთში თვითიზოლაციაში 4 177 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი.