ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, მერაბ კვიცარიძეს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.
როგორც ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, დეპუტატს კორონა ვირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ის კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი.
,,საკრებულო საქმიანობას რეგულაციების დაცვით აგრძელებს. მერაბ კვიცარიძე როგორც ექიმი ყოველ მესამ დღეს იკეთებდა ტესტს და წინ ტესტზე, თავისთავად, არ ჰქონდა ვირუსი. კონტაქტი არ ქონია არავისთან, როგორც თავად ამბობს. რაიმე განსაკუთრებული რთული სიმპტომებიც არ აღენიშნება,’’-აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში.
ქუთაისში კორონა ვირუსის 101 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის იმერეთში 450 ადამიანია კოვიდკლინიკებში, 150-მდე კოვიდსატუმროში, ხოლო 1100 ქუთაისში თვითიზოლაციაში იმყოფება.