იმერეთში კოვიდ 19-ის 150 შემთხვევიდან 101 ქუთაისში
დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
“ძირითადი შემთხვევები უკვე ინფიცირებულების კავშირებია. მათი ოჯახის წევრები, მეგობრები ან თანამშრომლები. მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გუბერნატორის თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.
ამ დროისთვის იმერეთში 450 ადამიანია კოვიდკლინიკებში, 150-მდე კოვიდსატუმროში, ხოლო 1100 ქუთაისში თვითიზოლაციაში იმყოფება.