ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ორ
მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, მოსწავლეებს ინფექცია 8 ოქტომბერს დაუდასტურდათ. ისინი პირველ და მეექვსე კლასებში სწავლობენ.
თვითიზოლაციაში გადასულია 50-მდე მოსწავლე და 7 პედაგოგი.
მეექვსე კლასელი სკოლაში ბოლოს 2 ოქტომბერს მივიდა, ხოლო პირველკლასელი 5-ში.
სასწავლო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.