ქუთაისში კორონავირუსული ინფექციით 81 წლის ქალი
გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილს ორმხრივი პნევმონია და მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
გარდაცვლილი მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდში” გადიოდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში კატასტროფის ბრიგადამ 20 სექტემბერს, ბათუმის კლინიკიდან შეიყვანა. 25 სექტემბერს კი პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე.
“პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-განაცხადა “ბომონდის” კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.
ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 76 პაციენტი აგრძელებს.
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა.