იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის
გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსის მასიური გავრცელდება არც ერთ კლასტერში ფიქსირდება. აღნიშნული მონაცემებით კოვიდ 19-ის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთი მესამე ადგილზეა.
“აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა, თბილისში-72, იმერეთში 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში-23, ქვემო-ქართლში- 10, გურია-8, სამცხე-ჯავახეთი-3, კახეთში-1, შიდა-ქართლშიც-1 “,-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
იმერეთში ამ ეტაპზე 370 პაციენტია მოთავსებული.
დღეს ქუთაისში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა.