პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია
საავადმყოფოში რჩება. ექიმის ლევან ქარაზანიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგი წულაიას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, ექიმის თქმით, მწვავე ფაზაში სამედიცინო მანიპულაცია ამ ეტაპისთვის ვერ ჩაუტარდება.
“დღეს შედგა განმეორებითი კონსილიუმი ექიმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ბატონ გოგის აეხსნა მისი მდგომარეობა. სტაბილურად არის პაციენტი. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაციული მკურნალობის დროის შერჩევით, მიზნით დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, გადაწყდა, რომ მწვავე ფაზაში, ინფარქტის შემდგომ პერიოდში, ოპერაციისაგან თავი იქნა შეკავებული. ერთი კვირის შემდეგ, ექიმების ჯგუფი ისევ შეიკრიბება და გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ იქნება ქირურგიული ჩარევა აუცილებელი. ამ ეტაპზე პაციენტს მედიკამენტურ მკურნალობაზე ვტოვებთ,”-განაცხადა ექიმმა.