ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდ 19-ის 11 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ძირითადად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება. მონაცემებში შედის პირები აჭარის კლასტერიდან და ჭიათურიდან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის ლაბორატორიაში 1132 ნიმუში აიღეს.
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს.