საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს.
კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით გაიზარდა და 1435 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.