ქუთაისში კოვიდ 19-ის 16 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისათვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, შემთხვევები კვლავ სკოლის კლასტერს უკავშირდება.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო ნაწილი ცხელების ცენტრშია მოთავსებული და მათი გადაყვანა შემდგომ კლინიკებში მოხდება.
“ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კვლავ კონტროლს ექვემდებარება იმერეთში,”-განაცხადა გუბერნატორმა.
გუშინ იმერეთში ჯამში 1226 ტესტი ჩატარდა.