ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას
50 პაციენტი აგრძელებს. კლინიკა დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა. 50 პაციენტიდან ნაწილი გურიის, აჭარისა და ქუთაისის კლასტერია.
7 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოხუმიდანაა. კლინიკის ინფორმაციით, 69 წლის კაცს აქვს სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია და თანმხლები დაავადებები.