ბოლო 24 საათში იმერეთის ლაბორატორიაში 1400-მდე ანალიზი
გამოიკვლიეს. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში დადასტურდა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა. სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები კვლავ 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.
“მიმდინარეობს კვლევა და ცოტა ხანში გვეცოდინება რომელ კლასტერს უკავშირდება ახალი შემთხვევები. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ყველა შემთხვევა 32-ე სკოლას უკავშირდება, სავარაუდოდ, 8-ვე იქნება იგივე,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.