საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს.
კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.