საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის წუნააღმდეგ შექმნილ
ვებ-გვერდზე წერია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის 1 447-ს შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 40-ით გაიზარდა 1 190-ია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე