ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი

მოათავსეს. კლინიკაში კოვიდინფიცირებული პირი გამთენიისას აჭარის საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. 21 წლის კაცს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას ჯამში 18 პაციენტი აგრძელებს. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. 8-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 1429 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1150 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *