საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვებ-გვერდზე წერია.
8-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 1429 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1150 პირი.
კარანტინის რეჟიმში 7005 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე