ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე სამი
პაციენტი მოათავსეს. პაციენტები ე. წ მესტიის კლასტერს ეკუთვნიან. ინფიცირებულები 19, 20 და 21 წლის ასაკის არიან.
ჯამში კლინიკაში 17 ინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 2 ლენტეხის, ხოლო დანარჩენი მესტიის კლასტერიდან არიან. 17 ინფიცირებულიდან 5 არასრულწლოვანია.