საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
გაზრდილია ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. ვირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, რამაც ჯამში 1 160 შეადგინა.
6-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 935-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 6 489 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337.