საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ასევე 4-ით გაიზარდა და 690 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.