ქუთაისში დევნილებს სადეზინფექციო საშუალებები გადასცეს. პიბადეები, ფარები და სხვადასხვა ნივთები მათ საქველმოქმედო
ჰუმანიტარულმა ცენტრმა ,,აფხაზეთმა” მიაწოდა. სადეზინფექციო საშუალებები განკუთვნილია სველი წერტილების, დერფნების, სადარბაზოების დასასუფთავებლად. როგორც საქველმოქმედო ცენტრში აცხადებენ, სადეზინფექციო საშუალებებს პროექტის ყველა სამიზნე კოლექტიური ცენტრი მიიღებს.
იმერეთის რეგიონში მდებარე დევნილთა 25 კოლექტიურ ცენტში მცხოვრები დევნილები სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ, რომელიც COVID-19-ის პრევენციისკენ არის მიმართული.
,,სადეზინფექციო საშულებების გადაცემას 100 კომპაქტურ ცენტრში ვახდენთ. ფსიქოლოგი და სოციოლოგი იკვლევს ოჯახებს იმისათვის, რომ გავიგოთ ზოგადი სურათი კომპაქტურ რეგიონებში დევნილები რა პირობებში არიან. გადავცემთ სადეზინფექციო საშუალებებს თემის ლიდერებს რომ დევნილებმა მათთან ერთად იზრუნონ საერთო სარგებლობის სივრცეების მოსაწესრიგებლად, რათა არ გავრცელდეს ვირუსი. გვაქვს კიდევ კომპონენტები, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ამ კოპაქტურ ობიექტებში ჩასახლებული დევნილები რაც შეიძლება მალე უფრო ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებში გადავიდნენ”.- განაცხადა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი” პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.
დევნილები ამბობენ, რომ სადეზინექციო საშუალებების გადაცემა მათთვის მნიშვნელოვანბია, რადაგან დამოუკიდებლად მათ შეძენას ვერ ახერხებდნენ.
,,ჰუმანიტარულმა ცენტრმა სადარბაზოებში დეზინფექცია ერთი თვის წინ ჩაატარა. ჩვენი სახსრებით ეს ვერ მოვახერხეთ. მაშინ ჩაგვიტარდა ტრენინგები და დღეს გადმოგვცეს სადეზინფექციო საშუალებები იმისათვის, რომ უკვე თავად ჩავატაროთ დეზინფექცია სართულების მიხედვით კორპუსებში. ასე უფრო ნაკლებად საშიში პირობებში ვიქნებით.”- განაცხადა სასტუმრო,,თბილისის” შენობაში დევნილთა დასახლების წარმომადგენელმა.
ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთში” აცხადებენ, რომ დასახლებების შემოწმება პერიოდულად მოხდება. ქუთაისის შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებს წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს გადასცემენ.