ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი მოათავსეს.
მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. 7 წლის ბავშვს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა, 7 წლის პაციენტის მშობლები 10 დღის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ, რის გამოც ბავშვის კორონავირუსზე შემოწმება გახდა საჭირო.
რაც შეეხება გასულ დღეებში კლინიკაში მოთავსებულ დანარჩენ პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.