ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული
5 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, 2 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო 3 პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგები ხვალ იქნება ცნობილი.
კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებულია პარიზიდან ჩამოფრენილი მგზავრიც, რომელსაც აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა.