ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის თანხა 200 ათასი ლარით იზრდება.
ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბავშვების რეაბილიტაციის კურსს ქუთაისის მერია 2020 წლიდან დამოუკიდებლად დააფინანსებს.
,,2020 წლის ბიუჯეტით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პროგრამა გახლავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის დაფინანსება. გაისად ვფიქრობთ, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტი აიღებს თავის თავზე მათ დაფინანსებას და კერძო სექტორი აღარ ჩაერთვება. შესაბამისად ამ პროგრამის მოცულობა 200 ათასი ლარით იზრდება, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
მიმდინარე წელს კომპანია მ2-მა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თანადაფინანსებისათის ქუთაისში თანხა 100 000 ლარის ოდენობით გამოყო.
გასულ წელს როგორც ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებებზე თანხა დაზოგა და ამ თანხით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია დააფინანსა. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარი იყო.