წყალტუბოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. 20 და 21 სექტემბერს
მოსახლეობას საშუალება ექნება უფასოდ გაირონ კონსულტაციები თერაპევტთან, კარდიოლოგთან, ნევროლოგთან, ექოსკოპისტთან, ზოგად ქირურგთან, ტრავმატოლოგთან, ოფთალმოლოგთან, უროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ანგიოქირურგთან, რევმატოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, გინეკოლოგთან, ნეიროქირურგთან და ოტო-რინო-ლარინგოლოგთან.
,,აქციაში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ,,ვივამედი”, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედი”, ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ექიმები და აკადემიური პერსონალი.სამედიცინო აქციის ორგანიზატორები არიან: ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” ,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. მხარდამჭერი: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.”- წერია წყალტუბოს მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.