თერჯოლის მუნიციპატილტეტის 5 ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალთერჯოლაში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “საგო” შეასრულებს და მასზე 25 227 ლარი დაიხარჯება, ხოლო ჩხარში,ასევე შპს “საგოს” მიერ, 14 235 ლარის სამუშაოები შესრულდება. ასევე რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბარდუბნის (19 055 ლარი, შპს “რონი”), ზედა სიმონეთისა (31 127 ლარი, შპს “რონი”) და სიქთარვის (39 925 ლარი შპს “მეკა”) ამბულატორიებში.
ახალთერჯოლასა და ჩხარის ამბულატორიებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
“მუნიციპალიტეტში წლების მანძილზე იყო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის პრობლემა. მოხარული ვარ, რომ მალე მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის რეაბილიტირებულ ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება”,– განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.