მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ.
“საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფოტო: საქართველოს მთავრობა