ქუთაისში ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 6 ფოკუს ჯგუფი უკვე გამოკითხა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდული სფეროს ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო მოხელეების აზრიც მოისმინეს.
“კვლევისას ძირითად საჭიროებად ქუთაისში ახალგაზრდული, კომპლექსური ცენტრის არსებობა დასახელდა. ადგილის, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების რეალიზაცია და ახლის დაუფლება შეეძლებათ,”-განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.
სხვა დასახელებული საჭიროებების პრეზენტაცია და კვლევის შეჯამება 25 აპრილს ჩატარდება.
ორგანიზაცია კვლევას გარდა საკუთარი პროგრამებისა, საკითხების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ლობირებისათვისაც გამოიყენებს.