“გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” – ქუთაისის საკრებულოს
ინიციატივით ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სისხლის გაღების აქცია გაიმართა. აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია და საკრებულოს დეპუტატები აპარატის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვნენ. სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაღების აქციაში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისაა და იმერეთის სამხარეო დმინისტრაციიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
ნაციონალური სისხლის ბანის მენეჯერის, ქეთევან ოთარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში მოქალაქეების ჩართვა. სისიხლის გაღება არის უსაფრთხო და ეს არის სიცოხცლის გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი. “სისხლის მოლოდინში უამრავი ადამიანია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაერთონ ამ აქციაში და გადაარჩინონ სიცოცხლე. გვინდა საზოგადოებაში გავზარდოთ ცოდნა იმის შესახებ, რომ სისხლის გაღება, დონაცია არ არის საშიში და არის სრულიად უსაფრთხო. ლეიკემიით დაავადებულებს ხშირად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ხშირადაა მოთხოვნა.სხვა პრობლემებითაც ბევრი მოგვმართავს. შეიძლება ითქვას, რომ სისხლის მოწოდებაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდება – ცოტა. ამიტომ ვატარებთ აქციებს და თბილისიდან ჩამოვედით ქუთაისში, რომ სისხლის უანგარო დონაციის აქციით გადავარჩინოთ სიცოცხლე”.- განაცხადა ნაციონალური სისხლის ბანკის მენეჯერმა ქეთევან ოთარაშვილმა.