დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის
სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, იმერეთის მასშტაბით წითელას ვისრუსზე 54 ადამიანი მკურნალობს. აღნიშნული ბოლო კვირის მონაცემებია. მისივე თქმით, 54-ვე შემთხვევა მიმდინარეობს როგორც წითელა, თუმცა საჭიროა ლაბორატორიული დადასტურება.
“ბოლო კვირის მონაცემებით, გვაქვს 54 შემთხვევა, რომ შესაძლოა იყოს წითელა. დაწყებულა კვლევები რომ ან დავადასტუროთ ან უარვყოთ. კლინიკურად მიმდინარეობს როგორც წითელა, თუმცა სჭირდება ლაბორატორიული დადასტურება.” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წითელას ვირუსით 2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი, მ.შ. 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.