დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის მასშტაბით გრიპის შემთხვევებმა იკლო.
იმერეთის მასშტაბით შემცირებულია როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური მიმართვიანობის შემთხვევები. ასევე შემცირებულია პრეპარატ “ტამიფლუზე” მოთხოვნა.
“მნიშვნელოვნად იკლო იმერეთის მასშტაბით სტაციონარში ინტენსიურ მკურნალობაზე მყოფმა პაციენტების რაოდენობამ. გვქონდა მწვავე პერიოდში თუ ყოველდღე სტაციონარში 70-72 პაციენტამდე ხვდებოდა გრიპის შემდგომი გართულებებით, დღეს 40-45 პაციენტზეა ჩამოსული. ეს ციკლურობა დამახასიათებელია სეზონზე მიმდინარე გრიპისათვის და არ არის გამორიცხული, რომ მცირე მატება ისევ იყოს თებერვალში.”- განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ.
ე.წ. ღორის გრიპს ქვეყნის მასშტაბით 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა.