ქუთაისის სააპელაციო სასამარლოში ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა იწყება.

დღევანდელ პროცესზე სააპელაციო პალატის წინაშე დაცვის მხარე და მსჯავრდებული შესავალ სიტყვას იტყვიან.

შესაძლოა, დაცვის მხარემ პროცესზე რომელიმე მოსამართლის აცილება მოითხოვოს.

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს, რომ მათ საქმეში არსებული მტკიცებულებების იმედი აქვთ. ადვოკატის მტკიცებით, მსჯავრდებული თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს და დავის გაგრძელებას სასურველი შედეგის მიღებამდე აპირებს.

ირაკლი მერკვილაძეს 2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ირაკლი მერკვილაძეს 2 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *