საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთის მხარეში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კლინიკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრის მთავარ თემას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და გამოწვევები წარმოადგენდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან საკითხად პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, იმუნიზაციის პროგრამა და ვაქცინაცია დასახელდა.
“ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში სამედიცინო საზოგადოებასთან. ჩვენს კოლეგებს მიმდინარე რეფორმების შესახებ პერიოდულად საქმის კურსში ვაყენებთ. გარკვეული ცვლილებები ყოველწლიურადაა საჭირო,”-განაცხადა სერგეენკომ.
შეხვედრას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი რგოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.